მზიანი სიტყვები. 

‘გარეგანი ჭრილობებიდან სისხლი მოდის, შინაგანიდან ~ სიტყვები.’

ხელოვნება მოდის.

* წვრილმანები გვაკავებს დედამიწაზე. თავის და გულის ტკივილს, გადამწყვეტ წამს, რამე ძალიან პატარა, და ამ დროს დიდი, გვავიწყებს. 

სანამ ვპოულობთ ასეთ წვრილმანებს, ცხოვრების დინებასაც მშვიდად მივყვებით. 
* ზოგჯერ, არ ვართ საკმარისნი საკუთარი თავისთვის. 

ზოგჯერ, უბრალოდ, სხვა გვშველის. 

სულ ერთი წინადადებით. 

ჯიბით მზის მატარებელი ადამიანები. 

მადლობა დათოს, რომ მითხრა, აუცილებლად ჩამეწერა ის პირველი წინადადება დღიურში. მიხარია, რომ ვიპოვე ახლა. 

მიხარია დათოს არსებობაც. ^_^

‘და წლების მერე რომ ამოიკითხავ გაგახსენდება ვინც გთხოვა ჩაწერა.’

ყოველთვის გამახსენდება. <3

‘Dear friend…’ Charlie Project, ანუ ჩემი საკუთარი ‘Pay It Forward’ 

მაინტერესებს ხოლმე, რა მაიძულებს, კვირაში შვიდ პოსტს ვწერდე, მერე კი მივაგდო ბლოგი თვეობით. 

დაკავებული ვარ? მეზარება? უხასიათოდ ვარ? პირიქით? თავს უპერსპექტივო ბლოგერად ვგრძნობ? რას მოვითხოვ??

:დ

ჰო, ეს არ ვიცი, მაგრამ მოსაყოლი ამბავი კი მაქვს, საინტერესო. 

უმრავლესობას, სავარაუდოდ, გსმენიათ თამბლრს შესახებ. 

ასევე გსმენიათ ფილმ ‘მარტოობის უპირატესობანის’ შესახებ. 

ჰო, მეც მსმენია; ორი წლის წინაც მსმენია. 

ასეთი რამე ხდება ფილმში/წიგნში. 

მთავარი გმირის, ჩარლის, საუკეთესო მეგობარი თავს იკლავს. ჩარლი ძალიან წუხს ამაზე და სურს ვინმეს ესაუბროს, თუმცა, არავინ ჰყავს. 

კლასში კი ერთი გოგოა, რომელიც ყურადღებას არ აქცევს მას, და გამუდმებით ჰყვება თავისი მეგობრის შესახებ. 

ჩარლი გადაწყვეტს, რომ ეს ‘მეგობარი’ მართლაც კარგი ვინმეა და იწყებს დღიურში წერას, სადაც ყველაფერს უყვება ამ ‘მეგობარს’. და ყოველთვის იწყებს წერილს ფრაზით ‘Dear friend…’ და ასრულებს ‘Love always, Charlie’-ით. 

თუმცა, მეგობრის ვინაობა უცნობი რჩება, მისთვისაც კი. 

ჰოოდა, რას მოვაყოლე ეს. 

თამბლრზე ხშირად წუწუნებენ, რომ არავინ სწერთ. 

ხშირად სჭირდებათ დახმარება, როცა გვერდით არავინაა. 

უბრალოდ მსმენელი, ან პირიქით, სურთ, სხვას დაეხმარონ… 

თამბლრზე შესაძლებელია ანონიმურად წერილის მიწერა, და ადრესატს შეუძლია მისი გამოქვეყნება. და, აი, ასეთი იდეა გამიჩნდა:

ჯგუფში დავპოსტე, რომ ვიწყებდი პროექტს, სადაც იარსებებდა ‘ჩარლი’ და იარსებებდა ‘მეგობარი’. 

‘ჩარლი’ იქნება ის, ვინც მისწერდა წერილებს ანონიმურად ‘მეგობარს’. 

შერჩევა კი ასე მოხდა. 

ყველას უნდა მოეწერა ჩემთვის თავისი/ან თავიანთი,თუ ბევრი ბლოგი აქვთ/ ურლ/ები/. 

თან ეთქვათ, მეგობრობა სურდათ თუ ჩარლიდ ყოფნა. ანდაც, ორივე. 

არ ჩაუვლია ამ ამბავს უპრობლემოდ. წესების ახსნა უამრავჯერ დამჭირდა. უმრავლესობას უნდოდა მეგობარი ყოფილიყო. და მოკლედ, გართულდა :დ

მაგრამ გამოვაცხადე რომ ბევრს მოუწევდა ორივე ყოფილიყო. :დ

გამოცდების მიუხედავად, ზედიზედ სამი დღე ვათვალიერებდი ბლოგებს, ვარჩევდი ვის ვისთვის მიწერა გაუხარდებოდა, ვამოწმებდი თუ ჰქონდა ‘ასქ ბოქსი’ გახსნილი და ანონიმურად მიწერის ნებართვა. 

მოკლედ, ესეც გავაკეთე. 

დახმარება დამჭირდა და ჯგუფში ვითხოვე. 

უცებ მოვიდა ათამდე გოგო. ^_^

ნამდვილად არ მახსოვს სახელები და ვინ იყვნენ, სამწუხაროდ. მაგრამ, ვინც არ უნდა იყოთ, სადაც არ უნდა იყოთ, მადლობელი ვარ თქვენი ამხელა დახმარებისთვის და ძალიან მიყვარხართ. 

გავამზადე ტექსტი ‘ჩარლიებისთვის’, ‘მეგობრებისთვის’; და ყველას მივწერეთ თამბლრზე. 

პროექტის მოფიქრებიდან მეხუთე საღამოს, ყველაფერი დაიწყო. 

ნუ, რასაკვირველია, ყველას ჰქონდა უფლება, არ მიეწერათ ან არ ეპასუხათ. 

ბევრი შემთხვევა იყო ასეთი. 

ჩემთვის უნდა მოეწერათ. 

ავფეთქდი. ერთი თვე ვაგვარებდით. გადავიწვი. მორჩა-მეთქი ‘რეგისტრაციისმაგვარი’ რაღაც. 

იმდენად ბევრი იყო უკმაყოფილო, გაურკვევლობაში, ან უბრალოდ, ნეგატიურად განწყობილი, ვიფიქრე, არაფერი გამოვიდა. 

მე, რა თქმა უნდა, ვერ შემხვდა ჩარლი. ჰო მეცოდინებოდა ვინ იყო და რა აზრი ექნებოდა ასე?

სამი ჩარლი მოვიდა, მოხალისედ. c:

კიდევ ორი ისე მესაუბრებოდა, უკვე გყოლია საკმარისი რაოდენობის ჩარლიებიო. 

ნელ-ნელა წავიდნენ, მაგრამ არაუშავს… მთავარია, იყვნენ. ^_^

მეც ვწერდი ერთი-ორს. 

ჰოდა, მთავარი. 

ამ ყველაფრის მერე უკვე ორ წელზე მეტი გავიდა. 

აღარც მახსოვდა ეს პროექტი. 

გავხდი აბიტურიენტი. ოლიმპიადებით მომიწია ბაზალეთზე წასვლა. გავიცანი უამრავი ადამიანი. 

და გავიცანი მარი გიუნაშვილი. 

იქ ჩასვლიდან ორ საათში მითხრა, რომ მიცნობდა, ბლოგზე მაფოლოუვებდა, და შენ ჰო ის ხარ, ‘Charlie Project’ რომ გააკეთეო…

*მოკლეჩართვა* *დაშტერება* *თავშიფეიერვერკი* *ცისარტყელებიც* *ვაკსკვლავებიც* *ჩრდილოეთისნათებაც*

გონს მოვედი :დ ჰოო, მე ვარ-მეთქი. სახელი და გვარი რომ ვკითხე, ვიცანი. 

ვუთხარი, არ მეგონა, ვინმეს თუ ახსოვდა ამის შესახებ-მეთქი. 

მარიმ კი, ‘რას ამბობ, ასეთი საოცრება რამე ქენი და , რა თქმა უნდა, მახსოვსო’. 

ასე გავიცანი ჩემი ერთ-ერთი უახლოესი ადამიანიო. 

ძალიან რომ გამიხარდა, კიდევ ბევრს ვიცნობ ასეთსო, – მითხრა. 

მეგონა , მესიზმრებოდა. მართლამართლა. 

არ მჯეროდა , რომ რამე კარგი ვქენი ‘ჩარლით’. 

ჰოდა, არ ვიცი, რამდენი ხართ ასე, რამდენს გახსოვთ ეს პროექტი ან რამდენმა ისიამოვნეთ მასში მონაწილეობით, 

მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ძალიან მიხარიხართ. 

მადლობას გიხდით, რომ მონაწილეობა მიიღეთ , გახსოვთ, და საერთოდ რამეს ნიშნავდა თქვენთვის ეს პროექტი. 

ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს Pay It Forward-ის დონის გამეკეთებინოს რამე. 

^_^

სასწაულ ხასიათზე ვარ და მინდა, გაგიზიაროთ. რადგან იმსახურებთ, გჭირდებათ და ა. შ. 

შენი დამსახურებაა ეს პოსტი, მარი;

Love always, Ano ^_^

მადარდებს და თავს მაბეზრებს

ჩემი სულის მარადიულობა. 

ოდესმე ჰო უნდა დამთავრდეს. 

რატომ არ გვაქვს არჩევანი,

სხეულთან ერთად, 

სულიც ჩავახშოთ. 

ან კიდევ, სხეულს რას ვერჩი,

მხოლოდ სული გავაქროთ. 
გეხვეწებით, 

ოდესმე მაინც 

დამთავრდეს. 

დე. 

დღეა ასეთი, ყველა ცდილობს, სითბო გაუნაწილოს სხვებს. ვისაც რამდენი აქვს; ან კი, რა მნიშვნელობა აქვს, რაოდენობას.

ზოგჯერ, ალბათ, კარგია , გამოქვეყნებაც. იმაზე წუწუნი, რომ ყველამ დღეს დააყენა დედის ფოტო  და ფბ~ზე ულოცავენ მათ… ოჰჰ, დედებისთვის გეკითხათ, იქნებ, როგორ უხარიათ?

ჰოდა, მეც ვიფიქრე… ნახატების ბალიშების ქვეშ დამალვის ასაკიდან გამოვედი, საჩუქრის ყიდვის ასაკამდე, მგონი, ვერ მივედი; და ესეც ჩემი, გაზაფხულის მესამე დღის, ‘საჩუქარი’.

ვისთვის როგორ, ვინ მხოლოდ სიტყვებში ავლენს ამას, და ჩემთვის, დედაჩემი, სულ უზომო მხარდაჭერის, დაცვის, სიფრთხილის, იმედის მიცემის, უზარმაზარი სიყვარულის და სითბოს განსახიერება იყო ჩემთვის. და ვიცი, ყოველთვის ასე იქნება. 

იქნება დედიკო’ობის მაგალითი. 

დედა ყველას ჰქვია, დედიკო კი, მომიტევეთ, ბევრად მეტია. 

აესეთი ამბავია, წესიერი მილოცვა ვერ მისწავლია. 

ალბათ, ამ დღის გაზაფხულის დასაწყისში აღნიშვნასაც აქვს თავისი მიზეზი. 

მიზეზი კი , სიცოცხლის გაზაფხულით განახლებაა. 

ლამაზი დამთხვევაა, უდავოდ. 

იმის თქმა მინდა კიდევ, ჰო, რომ წარმოდგენა არ მაქვს, რამდენად პესიმისტი და გულქვა ადამიანი ვიქნებოდი , დედაჩემი რომ არა. 

რამდენად მარტო ვიგრძნობდი თავს, რადგან თუ რამე ჩემთვის გაუგებარი თვისება მაქვს, ჩემს მშობლებში ვპოულობ ისევ და მიხარია. 

რამდენად დაუნდობელი ვიქნებოდი. 

არ ვიცი, საერთოდ, რა ვიქნებოდი. 

დიდხანს ვარჩევ თითოეულ სიტყვას და მაინც ვერ ვამბობ ისე თბილად, როგორც მინდა. :დ

სამაგიეროდ, გულწრფელი ვარ, დე. 

ის ადამიანია დედიკო, ჩემი ბავშვობის ნაჯღაბნებს რომ შედევრებად ხედავს, და ინახავს სამუდამოდ; ალბომებში, გონებაში, გულში…

მთელი გულით სჯერა ჩემი; მაშინაც, როცა მე თვითონაც არ მჯერა საკუთარი თავის. 

ყოველთვის , სულ ყოველთვის მზად არის მოსასმენად და რჩევის მოსაცემად. ან თუ იცის, რომ მოყოლის თავიც არ მაქვს, უბრალოდ ჩასახუტებლად. 

არა, არ თქვას არავინ, არ არის ეს მოვალეობა. ეს არჩევანია. 

და ამ არჩევნისთვის , არ ვიცი, რამხელა მადლიერების გრძნობა უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ საკმარისად დაუფასოს და იმედები გაუმართლოს დედას. 

შეუძლებელია, ალბათ. შენთვის არის შეუძლებელი, თორემ დედისთვის შენი ყველა ნაბიჯი საკმარისია საამაყოდ. 

ბოლოს კი, ის მინდა გისურვო, დე, რომ მე და ქისომ გაგიმართლოთ და გაამაყოთ. და შევძლოთ, გაგრძნობინოთ, რამდენს ნიშნავ და როგორ გვიყვარხარ. 

ყოველდღე როგორც ვიქცევით, ისე აღარ მოვიქცეთ. :D 

დაუფასეთ დედებს, ეს დაუფასებელი; ვინ ჰყავთ მათ, თქვენზე ახლო, ან თქვენ ვინ გყავთ, უფრო ახლო.. 

გული უაზროდ არ ატკინოთ; ხშირად კი მოგვდის ეგ ამბავი, მაგრამ… მართლა კი არ გვინდა. გამოგვდის ასე, და გამოვასწორებთ. 

დედიკოები არიან სულ ყველაზე ლამაზები, თბილები და საყვარლები. :3

ასეა. 

და მე ასე, აქედან გილოცავ, დე. 

გაამაყებთ შენ და მამიკოს, გპირდებით მე. 

<3









თანასწორობა, წონასწორობა; გამოსწორებები

იცით, ვფიქრობ, უკვე ‘ყელში ამოუვიდა’ ეს თემა ბევრ ადამიანს და არ მიაჩნია, რომ მისი განხილვა ჯერ კიდევ გვჭირდება; და ასეთებმა , შეგიძლიათ, ახლავე დატოვოთ პოსტი. ან ბოლომდე
მიყვეთ, დამეთანხმოთ , ან კი ~ სულაც არა. როგორც გინდათ.

საქმე იმაშია, რომ გოგოებზე მინდა საუბარი. ჩამოყალიბებულ ქალებზე კი არა, რომლებიც თავის შვილებს მათსავით ზრდიან,
არა, მოზარდ გოგოებზე. პატარა გოგოებზე. დიდ გოგოებზე.

მინდა, მათზე ვისაუბრო, და მათ ვესაუბრო.

ადრე წამიკითხავს პოსტი, სადაც ეწერა ‘ფემინიზმის უარყოფა მხოლოდ იმის გამო, რომ შენ კარგ მდგომარეობაში ხარ, იგივეა , ამბობდე, რომ არ გვჭირდება მეხანძრეები, მხოლოდ იმიტომ, რომ შენი სახლი არ იწვის’.
პასუხად კი ეწერა, ‘ამბობდე, რომ ფემინიზმი არ გჭირდება, დაახლოებით ისეთია, ცეცხლმოკიდებულ სახლში იჯდე და კვლავ ამბობდე, რომ მეხანძრეები საჭირონი არ არიან, რადგან მთელი ცხოვრება გეუბნებოდნენ, რომ ხანძრის კვამლსა და სიცხეში ყოფნა ნორმალურია’.

ეს ასე. ამ პოსტის დაწერა გადავწყვიტე, რადგან
• გოგოებს ბავშვობიდან ეუბნებიან, რომ ‘ასე თუ მოიქცევი, ბიჭებს არ მოეწონები’, ‘ისე თუ ჩაიცვამ, ვინ შეგიყვარებს?’, ‘არავის მოსწონს…’ და ბლა ბლა.
• გოგოებს ბავშვობიდან ეუბნებიან, რომ გამომწვევად არ უნდა ჩაიცვან, რადგან ‘ბიჭების ბუნებაა ასეთი’ და რომ რამე, საკუთარ თავს უნდა დააბრალონ.
• გოგოებს ბავშვობიდან აფრთხილებენ, რომ ღამე სიარული სახიფათოა , რადგან რა იცი, რა ხდება. გასაღები ატარე ხელით, იქნებ რა მოხდეს. თმა ისე შეიკარი, მარტივი მოსაქაჩი არ იყოს. ტაქსიში ყველას არ ჩაუჯდე და ა.შ.
• გოგოებს ბავშვობიდან აფრთხობენ პრიალა ჟურნალები და ტელე~გადაცემები. რომ უნდა იყვნენ გამხდრები. ცოტა ჭამონ და ბევრი ივარჯიშონ. მაგრამ თან ‘ანორექსიჩკები’ არავის მოსწონს. არც დაკუნთული გოგოები. უნდა გაილამაზონ თავი მაკიაჟით, მაგრამ თან თუ ბუნებრივი არაა შენი სილამაზე ~ სილამაზედ არ ითვლება. არ უნდა იყო მარტივი მისაღწევი, მაგრამ არც ~ უკარება.
• გოგოებს ბავშვობიდან ესმით , რომ თუ სადმე ვიღაც ქალს რამე დაემართა , მისი ბრალია, რადგან ‘ითხოვდა’ ამას, რადგან ისე ეცვა, რადგან გაიღიმა, რადგან არასაკმარისად გაიბრძოლა, ან კიდევ რამე. და, როდესაც, ამის მერე, ბიჭებს არც ისე ენდობიან, ბიჭები შეურაცხყოფილად გრძნობენ თავს, რადგან ‘ყველა კაცი ჰომ ეგეთი არაა’.
• როდესაც გოგოებს კომპლიმენტს ეუბნებიან და ისინი თავდაჯერებულად იჭერენ თავს, უცებ, უკან ბრუნდება ეს კომპლიმენტი… თურმე, როგორ შეიძლება, გოგომ იცოდეს, რომ ლამაზია, ან ჭკვიანი, ან კიდევ რამე.
• როდესაც გოგოები აფიქსირებენ საკუთარ აზრს ან რამეს აკეთებენ, უკვე ინსტინქტურად ამატებენ, ‘ჰო, რავი, რაღაც დავწერე/ვიფიქრე/მივჯღაბნე, მაგრამ, სავარაუდოდ, არ ვარგა…’ და , თუ მოიწონებ, პასუხია: არა, ჰო არ გაგიჟდი; სისულელეა. /ხელოვანი ტიპები არ ითვლებიან, ყველა ეგეთია. :დ/

მოკლედ. თქვენის ნებართვით , კიარადა, ჩემი სურვილით, არ გავაგრძელებ იმ ჩამონათვალს, რადგან უზარმაზარი გამოვა და მინდა სათქმელამდე ოდესმე მივიდე.

იმის თქმა მინდა, რომ
1. გოგოებს აქვთ უფლება, არ ენდონ ყველას. და ასევე აქვთ შიშის უფლება ბიჭებს, რადგან გიჟების მეტი რაა; მესმის. მაგრამ ასე უნდა უნდა აიხსნებოდეს ეს, და არა იმით, რომ ‘გოგო ხარ!’

2. გოგოებს აქვთ უფლება იყონ ძალიან გამხდრები. გოგოებს აქვთ უფლება იყონ ‘ზომიერად ფერხორციანები’/რანაირი ფრაზაა, მაგრამ ეგაა/. გოგოებს აქვთ უფლება იყონ პუტკუნები.
ანორექსია, ბულემია, და , ზოგადად, ავადმყოფობას არ ვამართლებ ამით. მაგრამ აუცილებელი არაა, რაღაც ნორმაში ‘იჯდე’, რომ ჯანმრთელი იყო. და აქვე მინდა ვთქვა ის, რომ არავის წინაშე ვართ ვალდებულნი, მათი მოსაწონი ვიყოთ, საკუთარი თავის გარდა. ეს ეხება, როგორც გოგოებს, ასევე ~ ბიჭებს.

3. თანასწორობა არ არის , რისთვისაც უნდა ვიბრძოდეთ. /თუმცა, სამწუხაროდ, გვიწევს/.
თანასწორობა ისეთივე საჭიროა, როგორც მიზიდულობოს ძალა; რომ დედამიწაზე იყოს წონასწორობა.

4. გოგოებს აქვთ უფლება, ჰქონდეთ მოკლე თმა, ეცვათ ბიჭურად , არ იკეთებდნენ მაკიაჟს.
და იქნებიან ადამიანები , ვისაც ისინი მოეწონებათ.

5. გოგოებს აქვთ უფლება, ჰქონდეთ გრძელი და დაყენებული თმა, ეცვათ ქალურად, მხოლოდ კაბები, ყოველდღიურად იკეთებდნენ მაკიაჟს.
და იქნებიან ადამიანები, ვისაც ისინი მოეწონებათ.

6. გოგოებს აქვთ უფლება , ხან ქალურად ეცვათ, ხან ~ არც ისე ქალურად.

7. ბიჭებს აქვთ უფლება, ჰქონდეთ გრძელი/მოკლე თმა, ეცვათ სულ სმოკინგი/ჯინსები. ბიჭებს აქვთ უფლება, იყონ ემოციურები, იკეთებდნენ წარბებს, ფრჩხილებს, იყენებდნენ თმას , და , საერთოდ, თავს უვლიდნენ;
და მაინც იქნებიან ადამიანები, ვისაც ისინი მოეწონებათ.

8. გოგოებს აქვთ უფლება იყონ ემოციურები , ეჭვიანები. აქვთ უფლება ~ არ იყონ ასეთები.

9. გოგოებს არ განსაზღვავენ ბიჭები.
და თუ რომელიმე ბიჭი თვლის, რომ გოგო რამით შეიცვალა, მისი შეხების შემდეგ, სჯობს, მისი ხელების სისუფთავე შეამოწმოს; იმის მაგივრად, რომ ჩათვალოს , თითქოს , თვითონ რამე ზე’ძალა ან ზე’პრივილეგია აქვს.

10. გოგოებს აქვთ უფლება, იყონ თავდაჯერებულები, ჭკვიანები, ძლიერები. და არიან ადამიანები , ვისაც ჭკვიანი გოგოები მოწონთ.
‘ზედმეტად ჭკვიანი გოგოები არავის მოწონს’ისნაირი შტერობა კი , არასდროს მსმენია , ბოდიში და.

11. თუ გოგო ღონიერია და ლურსმნის მიჭედება ან ონკანის შეკეთება უფრო გამოსდის, და ამის კეთება ურჩევნია საჭმლის მზადებას, მან უნდა ჭედოს ლურსმნები და შეაკეთოს ონკანები.

12. თუ გოგოს სურს სამზარეულოში იფუსფუსოს სულ, მან უნდა აკეთოს საჭმლები.

13. თუ ბიჭს საჭმლის კეთება უკეთ გამოსდის, დაე, აკეთოს საჭმლები და იყოს მზარეული.

14. თუ ბიჭს ხელოსნობა მოსწონს, იყოს ხელოსანი.

ჰო. აქაც შევჩერდები. რადგან ამ ყველაფერს იმის სათქმელად ვწერ, რეალურად, რომ ფემინიზმი არჩევნის თავისუფლებაა, და არა ~ ვალდებულება იყო ძლიერი, ან კიდევ რამე.

იმის სათქმელად ვწერ, რომ გოგოებს არ უნდა ეშინოდეთ საკუთარი ‘მე’ გამოავლინონ.
მათ უნდა იცოდნენ, რომ ყოველთვის, ყველგან, და ნებისმიერ შემთხვევაში მოიძებნებიან ადამიანები, ვისაც ისინი მოსწონთ.

პროგრესი სხვა თემაა.
‘მე ასეთი ვარ და თუ არ მოგწონვართ ~ ჯანდაბამდე გზა გქონიათ’ ~ საკმაოდ არაჯანსაღი დამოკიდებულებაა.
ჩვენ ვალდებულნი ვართ ვიზრუნოთ საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე.
როგორ და რა მხრივ, ეს ჩვენი არჩევანია, სანამ კარგს ემსახურება ჩვენი განვითარება. თუნდაც, ადამიანების ვიწრო წრისთვის, ან მხოლოდ ერთი ადამიანისთვის.
ჩვენ თავისუფლები ვართ და არც ის გვევალება ~ რამე ისეთი შევქმნათ, საუკუნეებს შემორჩეს.

მარტივია თქვა , რომ ადამიანების ცხოვრება უაზროა , თუ ისინი რამე პროდუქტიულით არ არიან დაკავებულნი, როდესაც რუზველტი, ჩერჩილი, კლეოპატრა, მარტინ ლუთერ კინგი, აინშტაინი, როკფელერი , ან კიდევ ვინმე წარმატებული ან იღბლიანი ხარ…

თუ ერთადერთი რამ, რაც დღეს აკეთეთ და მნიშვნელოვანი გამოდგა , ეს სუნთქვა იყო, ეს საკმარისია.
და კიდევ, ეს პოსტი წაიკითხეთ. :D

თქვენ საკმარისნი ხართ.
თქვენ ყველანი განსხვავებულნი , უნიკალურები ხართ.
არავის მისცეთ უფლება, გითხრათ, რომ არ ხართ საკმარისი, ასე არავის მოეწონებით, არ ვარგიხართ , ან კიდევ რამე.
არ არის ასე. არა.

და კიდევ, მინდა გითხრათ, რომ
სულ მზად ვარ თქვენს მოსასმენად. თუ რამე გიჭირთ, გილხინთ, დახმარება გჭირდებათ. მუდამ მზად ვარ დასახმარებლად. ნუ, ალბათ, ფიქრობთ, რომ არარეალურად ჟღერს,
მაგრამ მცდელობაც თემაა.

და ის , ჰო.
მიყვარხართ,
ყველანი, ვინც ახლა იბრძვით. უფლებებისთვის, მიზნისთვის, წარმატებისთვის, სიყვარულისთვის, ოცნებისთვის.
ყველანი, ვინც მშვიდად , უშფოთველად აუმჯობესებთ თავს.
ვისაც არ გეშინიათ იყოთ ისეთები, როგორებიც ხართ. და შეგიძლიათ არ გეშინოდეთ პროგრესის.

მუდმივი მოძრაობაა ცხოვრება. თქვენი ცოდნა და ჩადენილი სიკეთე კი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება;

თქვენ ყველაფერს შეძლებთ. თქვენ ძლიერები ხართ.

მჯერა თქვენი,
და მეამაყებით.

თქვენი ანი.

P.S. Be the change you wish to see in the world‘ო,
მეც ვცდილობ, ასე, ჰო.

Here we are, with all the time in the world.

Soo.. here we are, here we are.

ამდენი შემაჯამებლური პოსტი წაიკითხეს, და ერთსაც არ დაიზარებენ-მეთქი, ჰოდა , აგერაა.

განა ბევრ რამეს ველოდი 2014სგან.
მეგონა, ძალიან უაზრო წელი იქნებოდა;
ნუ,  იმედი , რა თქმა უნდა, ყოველთვისაა.

ძალიან დიდი გადატრიალებებით დავიწყე წელი. პრინციპების შეცვლით. ურთიერთობების გაწყვეტით. საკუთარ პრობლემებზე უფრო დაფიქრებით და , ზოგადად, საკუთარ თავზე კონცენტრირების მოხდენით.
Over-thinkingით დავიწყე, მოკლედ.

მერე უფრო შემსუბუქდა, ოლიმპიადების მესამე ტურები მოვიდა. წინა წლის დაგვიანებული მოწვევის გამო, წელს, განსაკუთრებული მოტივაცია მქონდა, ძალიან მინდოდა ბანაკში და ვეცადე, კარგად დამეწერა ყველაფერი.
მოწვევა მოვიდა.

ნუ, არც ამან ჩაიარა პრობლემების გარეშე და სასურველი მეორე ნაკადის ნაცვლად, პირველზე მოვხვდი, ტრაგედია მქონდა სახლში გამართული და დიდი აღელვების მიუხედავად, ცოტა უხასიათო ავედი წყნეთში. იქ აღმოჩნდა, რომ ბევრი ჩემნაირი იყო პირველ ნაკადზე. უმრავლესობა პირველად მოხვდა, რაც იშვიათობა ყოფილა.
პირველი ვიყავი დორმში, და მერე მოვიდნენ ანა და თიკო. <3
მოკლედ, მთელი 2014 წლის აღწერის პოსტს ვერ დავუთმობ, სავარაუდოდ , ბაქსვუდს; მე კი ~ სიამოვნებით, უბრალოდ, უზარმაზარი გამოვა.
ჰომ და, იმის თქმა მინდოდა,
რომ ბაქსვუდში გატარებული 21 დღე საოცრება იყო, და უახლოესზე უახლოესი მეგობრები შევიძინე.

ბაქსვუდამდე იყო ოუფენ-ეარი. და თუნდაც, მუსიკით გასაგიჟებელი არ ყოფილიყო/რომლითაც, მე პირადად, ‘ძაან’ ვისიამოვნე/, კარგი დრო ვატარე. აქაც უამრავი ადამიანი გავიცანი, ძველ ნაცნობებს უფრო დავუახლოვდი, ბევრი აქამდე მხოლოდ ვირტუალური მეგობარი რეალობაში ვნახე და ა.შ. და ა.შ.

ბაქსვუდის მერე ლუდის ფესტი იყო. სადაც, გაგიკვირდებათ და, ისევ ბევრი ადამიანი ვნახე.

და მთელი ამ შეხვედრებიდან ყველაზე გასახარებელი ამბავი ის იყო, რომ ფბ-ს სამეგობროდან წაშლილი და ურთიერთობა შეწყვეტილი ხალხი მაინც მოვიდა ჩემთან.
ოჰგოდ. გაიზ. <3

ამ გადატვირთული და სასიამოვნო ზაფხულის მერე მოვიდა ჩ’ემოდგომა და ჩემი დაბადების დღე.
მოვიდნენ ლიზა და ელენეც :D ძალიან გამახარეს და პირველი განსაკუთრებით სასიამოვნო დაბადების დღე მაჩუქეს. ^_^

დააა დაიწყო სკოლა.
‘ძაან’ ჩვეულებრივად, ‘ძაან’ უბრალოდ.
დრო იწელებოდა, და რაღაცა და რაღაცა,
კლასში ღადაობით და თან სწავლით.
მერე მოვიდა ოქტომბერი და თავისუფალში გაცნობითი პროგრამრები დაიწყო.
ლექტორებმა გამაგიჟეს და ექსტერნი გადავწყვიტე. *_*
და ის პერიოდი, ყოველდღე რომ ლიზასთან დავეხეტებოდი და ბანაკელებს ძაააააააალიან ხშირად ვხვდებოდი, მარტივად, დამთავრდა.
და ისე მოვედი დღევანდელ დღემდე; მხოლოდ ვმეცადინეობდი, ვკითხულობდი, მეძინა.

გადავიტვირთე. პირველი, რაც შევამოწმე, ექსტერნით ბაქვუდში თუ მოვხვდებოდი.
კი, მოვხვდები.
ოთხი ოლიმპიადა მაქვს წინ და უნდა ვიშრომო.

როგორც ყოველთვის, მძიმე, გაურკვეველი, არეულ-დარეული, მხიარული წელი იყო.

დამღალა 2014მა და მიხარია, რომ რამოდენიმე საათში გავა.

საერთოდ არ ვფიქრობ, რომ 2015 მომიტანს სიხარულს.
მე მოვუტან საკუთარ თავს სიხარულს.
უბრალოდ, საქმე იმაშია, რომ ახალი წლის ლოდინიც ისეთია, როგორც ‘ორშაბათიდან ვიწყებ’ ფრაზა.
მე კი ყოველთვის ვიწყებ ორშაბათიდან, როცა ვამბობ.
უბრალოდ, კვირის უკანასკნელ წამამდე, არაფერს ვაკეთებ.
ცუდია, ალბათ, მაგრამ ასე ვარ.
ჰოდა, ეს წელიც ასე მოვიყვანე ბოლომდე.
2015ს კარგად დავიწყებ.

ძალიან შევიცვალე წელს, და კიდევ უფრო შევიცვლები მომავალში. გარდაუვალი ამბავია ეგ.

ჰო დამღალა 2014მა, მაგრამ მაინც ჩემებურად გავიყვანე. Check mate, bro. I won.

შემართება მაქვს, მოტივაცია.
World IS a wish~granting factory, for those who are willing to try their best to make their lives extraordinary.

რაღაც სიბრძნე დავდე ო.ო
მოკლედ. :დ

ახალი თავგადასავლებით სავსე წელს გისურვებთ, სიმშვიდით, მაგრამ თან ბევრი ამაღელვებელი მომენტით, თორემ ისე საინტერესო არაა.
არ იფიქროთ, რომ 2015 წელი, ახალი ადამიანები, ან კიდევ რამე გიშველით მხოლოდ.
თქვენ თვითონ უნდა უშველოთ თავს და იბრძოლოთ უკეთესი მომავლისთვის.

ჰომ, მგონი , არაფერი გამოვტოვე, რისი თქმაც მინდოდა. სულ მავიწყდება , ბევრი რამე.

გილოცავთ; გილოცავთ,
და მადლობას გიხდით წლევანდელი წლისთვის.
წავედი მე, ჩემ დასთან სანტა მოვიდა; უნდა გავიგო ამბები. O:)

სიყვარულით, თქვენი ანი.

დაისა, ჩემთანაც მოსულა; აი. ^______^

ბედნიერი კადრების კოლექციონერი; ანუ რას ვუწოდებ სიამოვნებას

სულ ვფიქრობ, როგორ მოსდით ადამიანებს პოსტის დაწერის იდეა.
როგორ ალაგებენ აზრებს.
მერე ვფიქრობ, მე როგორ ვწერ ხოლმე. ჰო,
არის თემები, რომლებზეც ბლოგზე შემოსვლისას მეფიქრება და მინდება წერა. და არის პოსტები,
რომელთა შემქნელ წინადადებებს მთელი კვირები და თვეები ვაგროვებ, და მაინც ვერაა საკმარისი.
ამ მეორეს მიეკუთვნება ეს პოსტიც.

რისი თქმა მინდა, ახლა;
სუბიექტური რამეა ბედნიერება, მშვენიერების აღქმა, ინტერესი, დამოკიდებულება და ა.შ. და ა.შ.

არის საყოველთაო ბედნიერებებიც,
რომლებიც, რეალურად, არ არის საყოველთაო, მაგრამ, ზოგ შემთხვევაში, შეგვიძლია, ასე მივიჩნიოთ/ძალიან დიდი ბოდიშითურთ, იმ ადამიანებთან, ვინც უგულებელვყავით/.

ასეთი ‘ბედნიერებები’ა ~ ჩახუტება, ცხელი ჩაი/კაკაო/ყავა/ვისთვის~რა/, ზაფხული, ზამთარი, თოვლი, ახალი წელი, დაბადების დღე, არდადეგები, ირმებიანი ჯემპრების ამინდი, კარგი ქულა, ან, ზოგადად, შედეგი, ღიმილის მიზეზად ყოფნა და კიდევ უამრავი რამ.

მეც, თქვენსავით, მუდამ მეგონა, რომ ეს არის ჩემი ბედნიერება.
მაგრამ ბოლო პერიოდია, ვგრძნობ, რომ სულ სხვა რამეები მახარებს უფრო.

უდავოა ის ამბავი, რომ ვგიჟდები ჩახუტებაზე; მაგრამ.
სიხარულის პიკი , ჩახუტებისას სულაც არ არის.
სიხარული მაქსიმუმს იმ ნანოწამებში აღწევს, აი, ჩემი ადგილიდან დაძვრის მომენტიდან ადამიანთან დაჯახებამდე.
/დაჯახებამდე, ზუსტად, რადგან ტანკივით ვეხუტები ხალხს/.
იმ მომენტში, როცა ვიაზრებ, რომ ეს~ესაა სიამოვნებას მივიღებ, გავთბები, გავახარებ/ან ვატკენ;დდდ/ ადამიანს.
რომ ეს შეგრძნება მექნება.

ბედნიერებაა, ჩაის დალევამდე,
აი, ის ფიქრი, რომ ვიცი, მალე ცხელ ჩაის დავლევ.

დიდი ხნის უნახავი ადამიანის ნახვა?ნახვაზე მეტად, ის იდეა მაბედნიერებს, რომ წამი~წამზე ვნახავ.

ფისტაშკის ნაყინის მირთმევაზე მეტად, მისი დახლიდან აღება მსიამოვნებს, ლუკა პოლარეში, სანამ დავტკბები მისი გემოთი.

პიანინოზე, მუსიკას რომ ავაწყობ, რა თქმა უნდა, მიხარია. მაგრამ უფრო მიხარია, აწყობის პროცესი და რწმენა, რომ ‘ძაან მაგრად’ დავუკრავ მალე იმ მელოდიას.

ხატვისას, ხატვის პროცესი უფრო მეტ სიამოვნებასა და სიმშვიდეს მგვრის, და, ამავდროულად, უფრო აღელვებული ვარ, ვიდრე დასრულებული ნახატის ხილვისას.

ზამთარში, სახლში შესვლისას, უკვე შესული რომ ვარ და ვთბები, ის კი არ მომწონს; კარს რომ ვაღებ და უცებ სითბო მეტაკება და ვიცი, რომ მალე გავთბები, ის მიხარია.

ჩემი და რომ რამეს მანახებს, მისთვის კარგის თქმა მიხარია, რადგან წარმოდგენილი მაქვს, როგორი ბედნიერი იქნება ამით.

ბავშვობაში, დედაჩემსა და მამაჩემს, დღესასწაულებზე ნახატებსა და წერილებს რომ ვჩუქნიდი, მათი რეაქცია ისე არ მიხაროდა, როგორც მომენტი, საჩუქრის ბალიშის ქვეშ დატოვებიდან მის აღმოჩენამდე.

უამრავია ასეთი რამე,
კი.

და ამ მოლოდინების ერთობლიობა მაქცევს ბედნიერ ადამიანად.
ჰო, მოლოდინების.

და იმედი მაქვს, რომ მხოლოდ უკვე აღმოჩენილი ბედნიერებებით არ შემოიფარგლება ჩემი ე.წ. კოლექცია.

მინდოდა მეთქვა,
ჩემი ბედნიერება
მომავალი ბედნიერების რწმენაშია~მეთქი.

*
ეს ის თემაა, ვერცერთი ბლოგპოსტი, ფბ პოსტი, და კიდევრამეპოსტი რომ ვერ ამოწურავს.
რანაირად უნდა ამოწურო. ვერანაირად.
რამდენჯერ დავწერ და იმდენჯერ.

ეს თემა ბაქსვუდია.
ბაქსვუდი თემაა.

აი, ის თემა:

• ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვან საკითხს რომ წყვეტ 15 წუთში და პირველი, რაზეც ფიქრობ, ნეტავ, ექსტერნად ჩაბარების შემთხვევაში, ბაქსვუდში მოხვედრის შანსი თუ მაქვს მაინც.
კი, მაქვს.
და რომ არ მოვხვედრილიყავი, არ ჩავაბარებდი ექსტერნად. I swear to all known Gods.

• მთელი ცხოვრება ერთ წრეში რომ ხარ; ქუჩის, ბაღის, სკოლის, მუსიკის, ან რამის.
და უცებ , აღმოჩნდები ადგილას, სადაც მიხვდები,
ზოგ ადამიანთან მხოლოდ იმიტომ მეგობრობდი, რომ კვირაში ხუთი დღე გიწევდა მათთან შეხვედრა.

• ისეთ ხალხს რომ აღმოაჩენ, შენნაირი რამეები რომ აინტერესებთ.
აი, სხვებისთვის ძალიან, ძალიან უმნიშვნელო რომ გგონია; ამათ კი მოსწონთ.
დ’ააავჰ. <3

• დილით ადრე გაღვიძება რომ გიყვარდებააა <3

• მემგონი, ერთადერთი ადგილია, სადაც ახალგაღვიძებულს არ გეზარება საუზმე.

• assemblyზე, ბაჩო:
– ე. ი. დღეს ჩვენ მივდივართ ექსკურსიაზე და მინდა შეგახს…
ჩვენ:
– ბაჩო, არ ისმიის!
ბაჩო, ამჯერად ნახევარი ტონით ხმამაღლა:
– ე. ი. დღეს ჩვენ მივდივართ ექსკურსიაზე! და მინდა შეგახსენოთ წესები! რომ…
– ბააჩოოო, არ ისმიიიის!
– ესე იგი! დღეს !!! ჩვენ მივდივართ ექსკურსიაზე!!!! ….

და ასე ყოველდღე.
არ მოგვბეზრდა, ნწუ.

• ჰაუსის ქლასრუმში ბოლთის ცემა, სანამ ჰაუსსონგის ტექსტს არ დაიზეპირებ და ლიდერს არ ჩააბარებ ხდ

• ლაინებში!
გასწორდით.
ხელები ერთმანეთს დაადეთ მხრებზე.
არ გშიათ?
გულბანი, სულ როგორ აგვიანებ.
აუუუუ, უინდსორი სულ ბოლო რატომაა
ანი, ქუდი სადაა?
ჯიქია, წინ რომ დგახარ , გაასწორე ეს ლაინი, ვაჰ.
*ისიც კოხტად დაუვლის, ასევე კოხტად გვირტყამს კოჭებში და გაგვასწორებს.* :დდდდდდ

• გაკვეთილები ^_^

• ჰაააააააგზ <3
ბევრიბევრი.
სულბევრები.

• ბოლო დღეს დაწერილი სურვილების წაკითხვაზე სულ რომ გეტირება.

• – გრიგოოოოოოლ!
– ლიანააააააა!

• სათამაშო დათუნიის ჩუქება, წართმევა და ხელახლა ჩუქება რომ მოსულა. :დ

• chalk drawingზე წინა დღეს წვალება; მერე, რა, რომ მაინცდამაინც შენს ასე ნაშრომ~ნამოღვაწარს რომ გადაუვლის მანქანა ხუთასხუთჯერ.

• ბაჩო რომ გართხილებს, ექსკურსიაზე არ იწუწაოთო;
და მერე თვითონ იწყებს.
ჰმჰმ.

• შაკო <3
*'nuff said*

• 'გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!!!!'

• 'ზოროს ცხენი მოვიდა და…' /აქმუსიკა/

• თერთმეტ საათზე, ბალიშზე თავისდადებისთანავე რომ გეძინება. რა უძილობა, რის უძილობა.
არ ხდება ეგ აქ.
ან გვიანობამდე დორმში ჭორაობა.

*და მერე ნათიას 'გაჩუმდით ახლა!', მერე სიჩუმე და, ისევ, ნათია: 'ემასე!'*

• performanceისთვის დილის ოთხ და სამ საათზე გაღვიძება რომ გენატრებააააა :'(

• მისტერ კენის ჯოუქები.

• ის თემაცაა,
კომპლექსებს რომ გაშორებს.

• ფარულ ნიჭებს რომ აღმოგაჩენინებს.
ან , რაც გეგონა, საკმარისად კარგად არ გამოგდიოდა.
აქ დონედ გამოგივა, როცა პასუხისმგებლობა გაქვს.
და ამდენი ადამიანი რომ გამხნევებს.
გამოგდის. აღარ გეშინია.
პოზიტივით ივსები ,
და იმედით;
იმედით, ჰო.

• რეალურ 'შენ'ს აჩვენებ.
აბა, წარმოიდგინეთ, როგორია, 20 დღე თამაშობდე.
გამოვა? არ გამოვა.
ტყუილია ეგ ამბავი.
ყველამ იცის , ვინ ვინაა.
/და ყველა დონეა, დიახ B|/

• ის საოცარი აღმართი, ყოველდღე რომ გღლის.
რომ ვერ ეჩვევი და ძლივს ადი-ჩამოდიხარ.

მხოლოდ ბოლო დღეს არ გიჭირს ჩასვლა და ამოსვლა.

მხოლოდ ბოლო დღეს ჩადიხარ, შეგნებულად, ნელა.
.

• ნინოსთან ერთად პურის თონიდან ამოღება. <3
ჩშშ.

• ემინემის ass like thatზე გაღვიძება, დაძინება, ლაინში დგომა, ბანაობა , კბილების ხეხვა, დაღმართზე ჩასვლა და ა. შ. და ა. შ.

ისევ და ისევ,
ნინო. <3

• 'მამაააააა!'

ეს არის ყველაზე ორაზროვანი ფრაზა.

1. დორმის 'მამა'.
2. ანას 'მამა'.
დაე, მხოლოდ პირველმა სთრიმმა გაიგოს. ვინ კითხულობს მეტი, რო.

• movie nightზე, უჟასწიკებზე სიცილ-ხარხარი. :D

• კრიკეტი B|
:დ

• პოზიტივი.
პოზიტივი.
ბევრიბევრი პოზიტივი.

Don't forget rule #1!

Have fun!

.
.
.

ამჯერად, აქ შევწყვეტ წერას, რა.

აუტანელია,
ასე მონატრება.
და ამაზე წერა.
არა, წერა კაია, მაგრამ მძიმე.
უფრო გახსენდება.

არც უნდა დავივიწყოთ.

ბაქსვუდი ჩვენ ცხოვრებებში
უდიდესი
სამუდამო
ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური გამოცდილება და მოგონებაა.

ბაქსვუდი ურთიერთობაა.
ბაქსვუდი თემაა.
ბაქსვუდი სიხარული, მეგობრობა, სიყვარულია.

ყველაზე, ყველაზე დონე ხალხი ხართ, ვინც კი ოდესმე მინახავს.

ჩემო
პატივსაცემებო.
ჩემო
საინტერესოებო.
ჩემო
მხიარულებო.
ჩემო
თბილებო.

უძალიანესად მიყვარხართ.
ასე, ზუსტად,
და უფრო მეტად.

მიხარიხართ.

ოღონდ,

ყველაზე ძალიან,
მენატრებით.

შემპირდით! შემპირდით,
რომ ყველაფერს იზამთ,
ხელახლა იქ მოსახვედრად!

რომ ყველაფერს იზამთ, ჩვენი ცხოვრებები კვლავ გადაიყაროს.

მე გპირდებით თქვენ.

გპირდებით,
რადგან ძალიან მაკლიხართ.
ძალიან მჭირდებით.
და
ერთმანეთი გვჭირდება.

მიყვარხართ.

~ და ჰო,
ზორო ელოდება ამ პოსტს.
მისი დამსახურებაა ეს პოსტი.

ჰა,
ჰო გყავართ დამსახურები ცხენები. <3

Sóley; (ც)

‘ვინსენტ,
თუ გაფიქრებაც ცოდვაა,
მაშინ იგივე გაფიქრება მადლიც ყოფილა
და მიხარია,
რომ დღეს შემეცოდა კაცი,
რომელსაც ავადმყოფი შვილი ჰყავს
და მე მხოლოდ გავიფიქრე –
დავხმარებოდი.
შენ არ იცნობ ამ კაცს.
შენ არც იმ კაცს იცნობ,
მახვილგონიერ იდალგოს –
დონ კიხოტს რომ ჰგავს
და შუბლზე ქარის წისქვილები ადგას.
ყველას ვეუბნები და არავის სჯერა.
არ სჯერათ იმიტომ,
რომ სერვანტესი მკვდარია
და თუ მოინდომეს – მის საფლავსაც იოლად ნახავენ.
მე არ მჯერა საფლავების,
ვინსენტ,
მე განახებ კაცს,
რომელიც დონ კიხოტს ჰგავს,
რომლის იდეალებიც განუხორციელებელია
და მიუხედავად იმისა,
რომ ის სასაცილო მდგომარეობაშია,
რომ შუბლზე ქარის წისქვილები ადგას,
წისქვილები ტრიალებენ
და ამ წისქვილების მოძრაობის გამოა,
რომ კაცობრიობა ვითარდება.
მე არც ის მჯერა,
ვინსენტ,
რომ ამბობენ სიყვარული არ არსებობსო,
რადგან ეს რომ სიმართლე იყოს,
გალაკტიონის “მესაფლავე” ჩემი საყვარელი ნაწერი იქნებოდა,
ახლა კი – პირიქითაა,
მეც ვარსებობ
და დედაჩემიც 26-ე წელია
მინებზე ტოვებს თვალებს,
როცა ლოთი მამაჩემი
აგვიანებს სახლში მოსვლას
და დედა ასეთ დროს გვეუბნება ხოლმე,
რომ არავის და არაფერს უნდა შევეჩვიოთ,
რომ მხოლოდ უნდა გვიყვარდეს ყველა და ყველაფერი.
მე დედაჩემის მოუსვენრობა მიყვარს ამ დროს,
ვინსენტ,
ყველაზე და ყველაფერზე მეტად,
რადგან ეს მოუსვენრობა მგონია ღმერთი.
ჰო,
ვინსენტ,
ასე მარტივად არის ყველაფერი,
ჩვენ კი,
მთელი ცხოვრებაა ვცდილობთ გავრთულდეთ
და თუ ეს არ გამოგვდის,
მხოლოდ იმიტომ,
რომ მე და შენ გენიოსები ვართ.
ნუ გეღიმება,
ვინსენტ,
ეს ლექსი დიდ იაპონელს წავაკითხე წუხელ
და პირველი სიტყვები,
რაც თქვა,
ის იყო,
რომ ეს ნაწერი ზედმიწევნით ჰგავს
ყურწაჭრილ ჰოლანდიელს,
რომელსაც კბილებში გრძელი ჩიბუხი აქვს გაჩრილი
და სწორედ ასეთს ხედავდა მას წყვდიადში.
საბოლოოდ შენ მინდა გითხრა რაღაც,
ვინსენტ,
ჩემი არა,
წარსულისმეტყველის,
სულიერი კარიერისტის,
ფორთოხლისგულიანთა რასის უკანასკნელი წარმომადგენლის სიტყვები –
ჭეშმარიტება ოცნებაშია!’

ნიკა ჩერქეზიშვილი

Not such thing as an adult

ადამიანები არ ხდებიან დიდები.
დაბადების მოწმობაში შენი დაბადების წლიდან რაც უფრო მეტი წელია გასული, ‘უფრო ზრდასრული’ არ ხარ.
ეს არ განსაზღვრავს, თუ რამხელა ხარ.
არც ის, კედელთან რომ დადგები ზურგით, კალმით მონიშნავ ადგილს და იატაკიდან იქამდე სანტიმეტრებს გაზომავ.
არც სასწორი რას უჩვენებს, სხვათაშორის.

ადამიანებს ასაკი არ ცვლის.

ყველა ისეთივე დაბნეულია, როგორიც 13~16 წლის ბავშვი, თუ უკვე ~ მოზარდი, რომელმაც არ იცის, რა უნდა ქნას ცხოვრებაში; სად წავიდეს, რაზე ჩააბაროს, ვინ გამოვიდეს; როგორი ვარცხნილობა უფრო უხდება, რა სტილის ტანსაცმელი აქვს ტანზე მორგებულად, რა ფერი უხდება, მაკიაჟი როგორი უხდება, წარბები;
ყველას ისე ეშინია, იმედი არ გაუცრუოს ვინმეს, ან აქეთ არ გაუცრუონ, როგორც ჩვენ.
ყველას ეშინია გულისტკენის.
ყველას უნდა, უფრთხილდებოდნენ და მნიშვნელოვანი იყოს.
ყველას ეშინია რაღაცის; მერე
რა, რომ სხვადასხვა რამის.

ყველას უნდა, მიიღონ.
ზოგს ~ საზოგადოებამ,
ზოგს ~ მშობლებმა,
ზოგს ~ საყვარელმა ადამიანმა;
ზოგს კი ~ საკუთარმა თავმა.

ყველა ადამიანს უნდა გახდეს კარგი; თავისი გაგებით კარგი, და არაფერს იშურებს მიზნის მისაღწევად. ანდაც, ზოგი ვერ ბედავს.

არ არსებობს ზრდასრული ადამიანი.

ჩვენ ყველანი ვვითარდებით, მთელი ცხოვრების განმავლობაში.
ან ვცდილობთ, მაინც.

არ არსებობენ ბავშვები, მოზარდები, დიდები.
არსებობენ სხვადასხვა გამოცდილების მქონე ადამიანები. სხვადასხვა სიმაღლის, წონის, ასაკის, კანის ფერის, გემოვნების;
განსხვავებული მოთხოვნილებების, სურვილების, ოცნებების.

ისე კი, ყველანი ერთნაირად დაბნეულები ვართ.